ბოლოჯერ იამაიკაში: უსაინ ბოლტმა საკუთარი პუბლიკის წინაშე ბოლოჯერ ირბინა
AutoSharing Option
იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა კარიერაში ბოლოჯერ იასპარეზა სამშობლოში. მან მონაწილეობა მიიღო Racers Grand Prix-ში, სადაც 100-მეტრიანი დისტანცია გაირბინა. რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონის შედეგი - 10.03 წამი იყო.
გარბენის შემდეგ, ბოლტმა 30 ათას მაყურებლის წინაშე საპატიო წრე დაარტყა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მორბენალი პროფესიულ კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს, რომელიც 5-13 აგვისტოს ლონდონში გაიმართება.