უსაინ ბოლტის ბოლო ბრილიანტი

AutoSharing Option
ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი კარიერაში ბოლოჯერ გამოვიდა "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე. რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც წელს კარიერას ასრულებს, 100 მეტრი გაირბინა და პირველი მივიდა ფინიშთან.

ბოლტის დრო იყო - 9,95 წამი. ეს პირველი შემთხვევაა წლევანდელ სეზონში, როცა იამაიკელმა 10 წამიდან გამოსვლა შეძლო, სულ კი ლეგენდარულ სპრინტერს ასეთი რამ 50-ჯერ გაუკეთებია კარიერაში.

ასე რომ, უსაინ ბოლტს რჩება მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, რომელიც 4 აგვისტოს დაიწყება ლონდონში. მსოფლიოს პირველობაზე ბოლტი ორ დისციპლინაში - 100 მეტრზე რბენაში და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში გამოვა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული