"ბალოტელი – შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ზედმეტად აგრესიული. ის არასოდეს აცილებს პენალტს. ორჯერ მომიწია მასთან შეხვედრა და თუ სიმართლე გაინტერესებთ, მე ის დიდად არ მომეწონა", - განაცხადა ბოლტმა რომში გამართულ პრესკონერენციაზე.
ბალოტელი ვალში არ დარჩა სპრინტში მსოფლიოს რეკორდსმენს და თავის "ტვიტერზე" კომენტარი გაუკეთა
"უსაინ, სანამ ადამიანს არ გაიცნობ, არ არის საჭირო მასზე აზრის გამოთქმა. შენი მხრიდან არაკორექტული საქციელია, ჩემზე ასეთი ლაპარაკი", - დაწერა ფეხბურთელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"