კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ მზად არ არის სეზონისთვის. ამჯერად, იამაიკელს კარგი სტარტი გამოუვიდა, არადა, ეს მისი მთავარი სუსტი წერტილია. თუმცა კარგ დასაწყისს სიჩქარის გაზრდა არ მოჰყვა. დისტანციის მეორე მესამედში ამერიკელმა ჯასტინ გეტლინმა შეძლო იამაიკელის უკან ჩამოტოვება. მართალია, ბოლოსკენ ბოლტმა მოუმატა, მაგრამ გეტლინმა გაძლო, 9.94 წამი
"ყოველ შემთხვევაში, შევძელი 10 წამიდან გამოსვლა", - იხუმრა გარბენის შემდეგ უსაინმა. მას მხედველობაში ჰქონდა ამასწინდელი გარბენი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში, სადაც 10 წამიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
გეტლინმა კარიერაში პირველად დაამარცხა ბოლტი, რასაც ორი-სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან ამერიკელი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა სარბენ ბილიკზე. სხვათა შორის, უსაინისთვის ეს იყო მეორე წაგება "ბრილიანტის ლიგის" ეტაპებზე. ადრე ის 2010 წელს, სტოკჰოლმში დამარცხდა ტაისონ გაისთან.
"ბრილიანტის ლიგის" შემდეგი ეტაპი 13 ივნისს, ოსლოში გაიმართება. იქ კვლავ ვნახავთ საქმეში ბოლტს - ამჯერად, ის "გრძელ სპრინტს" გაირბენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტი: მარიო ბალოტელი არ მომწონს