უსაინ ბოლტს შესარჩევი გარბენი მოუწევს

AutoSharing Option
ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს უსწრაფეს ადამიანს უსაინ ბოლტს იამაიკის ჩემპიონატში მონაწილეობა მოუწევს იმისთვის, რომ 100 მეტრ დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს, - იტყობინება სააგენტო "როიტერი".

ადრე, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცალკეულ დისციპლინაში ავტომატურად მხოლოდ ერთი ათლეტი შეიძლება მოხვდეს. ფედერაციაში გადაწყვიტეს - მამაკაცთა "მოკლე სპრინტში" გამოსვლისთვის უაილდ-ქარდი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის, ასევე იამაიკელი იოჰან ბლეიკისთვის მიეცათ.

ბოლტმა კი მიიღო სპეციალური მიწვევა 200 მეტრ დისტანციაზე, რომელზეც 2011 წლის პირველობაზე გაიმარჯვა. ასე რომ, ბოლტსაც და ბლეიკსაც მოუწევს იამაიკის ჩემპიონატში გამოსვლა,
რომელიც 20 ივნისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ასეც ხდება: უსაინ ბოლტმა წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული