ბოლტმა განაცხადა, რომ ტურნირი არ ყოფილა მაღალ დონეზე ორგანიზებული, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
იამაიკელის თქმით, ის ეთანხმება ამერიკელ სპორტსმენებს, რომლებიც ერთფეროვანი საკვების გამო წუწუნებდნენ.
"მე მიჩვეული ვარ, რომ სტადიონი მძლეოსნების გამოსვლებისას მთლიანად სავსეა. აქ კი ასე არ იყო. ამასთან, პერსონალი, რომელიც ტურნირს ემსახურებოდა, თავიდან სწორად არ ასრულებდა თავის მოვალეობებს", - აღნიშნა ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
უსაინი ამბობს, რომ მას არ
"აქ ბევრი ლამაზი გოგონაა და ამას აუცილებლად მოვუყვები ჩემს მეგობრებს, როცა იამაიკაში დავბრუნდები", - დაამატა სპრინტერმა.
ბოლტმა მოსკოვში გამართულ ჩემპიონატზე სამი ოქრო მოიგო - 100 და 200 მეტრზე სირბილში და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში. ახლა იამაიკელს კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რვა ოქრო და ორი ვერცხლი დაუგროვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"