გამარჯვებულის სახელი 16 ნოემბერს, მონაკოში გასამართი საზეიმო ცერემონიისას გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, პრეტენდენტთა შორის იყო 10 მძლეოსანი.
ამასობაში, დასაბეჭდად მზად არის ბოლტის მემუარები, სახელწოდებით - "ელვაზე სწრაფი". წიგნი მომავალ კვირას გამოვა გაყიდვაში, თუმცა გაზეთმა New York Post-მა ნაადრევად გაარკვია, რა წერია წიგნში და იმ ოთხ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შესახებაც ბოლტის თაყვანისმცემლებმა არაფერი იცოდნენ.
"პირველ დღეს, სადილზე 20 კოლოფი ნაგეტსები შევჭამე და კიდევ ერთი ვახშამზე დავაყოლე. მომდევნო დღეს, საუზმეზე ორი კოლოფი მივირთვი, ერთი სადილზე და ორი ვახშამზე. მთლიანად, ოლიმპიადის მსვლელობისას, დაახლოებით ათასი ნაგეტსი შევჭამე", - წერს ბოლტი.
მაშინ ყველამ იხილა ბოლტის სახელგანთქმული ჟესტი - მშვილდოსნის პოზაში დგომა, მაგრამ ბევრმა არ იცის, საიდან მოდის ეს. პირველად იამაიკელმა ეს პეკინში 100 მეტრზე გამარჯვების შემდეგ შემოგვთავაზა. მართალია, ეს იმპროვიზაციად მოჩანდა, მაგრამ, სინამდვილეში, ბოლტს დაგეგმილი ჰქონდა "ცაში გასროლა".
"მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, მოცეკვავე გოგონას, რომ თუ 100 მეტრზე გარბენს მოვიგებდი, რაიმე გიჟურ ჟესტს გავაკეთებდი", - ხსნის ბოლტი თავის მემუარებში.
პეკინის თამაშების სტარტისთვის ბოლტი ხუთი წელი ხვდებოდა თავის შეყვარებულს მიტცი ევანსს. თავის წიგნში უსაინი აღიარებს, რომ პოპულარობის მოპოვების შემდეგ გარშემომყოფი ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცი გახდა. ბოლტის თქმით, ისინი გასაქანს არ აძლევდნენ მას.
"შემეძლო, ნებისმიერი გოგონა მომენადირებინა, ვისაც მოვისურვებდი. შემეძლო, საღამოებზე ქალები ამერჩია. უბრალოდ, შევდიოდი შენობაში, გარემოს თვალს მოვავლებდი და ვფიქრობდი: "იქნებ ეს გოგონა? თუ ის? კარგით, დავიწყოთ", - წერს ბოლტი.
2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ბოლტი და ევანსი ერთმანეთს დასცილდნენ.
ლონდონში, ესტაფეტის შემდეგ, უსაინმა გაიმეორა პეკინის შედეგი - სამი ოქრო მოიგო. იამაიკელმა გადაწყვიტა, სახსოვრად დაეტოვებინა ესტაფეტის ჯოხი, მაგრამ მოულოდნელად, წინააღმდეგობას წააწყდა თამაშების ორგანიზატორებისგან.
"რომელიღაც მამაკაცმა მითხრა, რომ არ შემეძლო ჯოხის შინ წაღება, რადგან ის მათ სჭირდებოდათ. რატომ? - ვიკითხე მე, - ოლიმპიადა ხომ დასრულებული იყო?!" - დაწერა იამაიკელმა.
ბოლტმა თქვა, რომ მას მოუწია ჯოხის დაბრუნება დისკვალიფიკაციის შიშით, მაგრამ, მოგვიანებით, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა დაიჟინა, რომ ჯოხი ბოლტს უნდა დარჩენოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მძლეოსნობაში წლის ნომინანტები დასახელებულია