მისი მეტოქე კი ისევ ჯასტინ გეტლინი გახლდათ. ამერიკელი ძალიან კარგად იყო მომზადებული და საფინიშო სწორ მონაკვეთზე ლიდერის რანგში გავიდა, მაგრამ ბოლტმა ბოლო მეტრებზე მისთვის ჩვეული ტემპი აკრიფა და იოლად გაექცა გეტლინს. უსაინი მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი გახდა.
* * *
ქალებს შორის 400 მეტრზე ფინალურ გარბენში ოთხი იამაიკელი იყო გასული და მათ მარტო შეებრძოლა მსოფლიოს
* * *
ყველაზე დაძაბული და არაპროგნოზირებადი გამოვიდა კაცებს შორის სამხტომის ფინალი. სეზონის ლიდერი, კუბელი პედრო პაბლო პიჩარდო და ამერიკელი კრისტიან ტეილორი ყოველი სანტიმეტრისთვის იბრძოდნენ და სამი ცდის შემდეგ, ერთნაირი შედეგი ჰქონდათ - 17.60.
ტეილორმა საკონტროლო გასროლა ბოლო ცდაზე შეასრულა - 18.21! ამერიკელს მხოლოდ რვა სანტიმეტრი დააკლდა ჯონათან ედვარდსის მსოფლიოს რეკორდამდე, რომელიც 20 წელია ძალაშია.
* * *
პოლონელი ანიტა ვლოდარჩიკი უროს ტყორცნის სექტორში არა მეტოქეებს, არამედ რეკორდებს ებრძოდა. ეს სპორტსმენი პირველი ქალია ამ დისციპლინის ისტორიაში, ვინც 80 მეტრზე შორს გასტყორცნა ურო. გუშინ, მან მესამე ცდისას აიღო 80 მეტრი, მეოთხეში მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა და ბოლოს, მსოფლიოს საკუთარ რეკორდს შეუტია, მაგრამ უშედეგოდ.
მამაკაცები
სამხტომი
1. კრისტიან ტეილორი (აშშ) - 18,21; 2. პედრო პაბლო პიჩარდო (კუბ) - 17,73; 3. ნელსონ ევორა (პორ) - 17,52...
200 მ.
1. უსაინ ბოლტი (იამ) - 19,55; 2. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 19,74; 3. ანასო ჯობოდვანა (ს. აფრ) - 19,87
ქალები
უროს ტყორცნა
1. ანიტა ვლოდარჩიკი (პოლ) - 80,85; 2. ჟან ვენსიუ (ჩინ) - 76,33; 3. ალექსანდრა ტავერნიე (საფ) - 74,02...
400 მ.
1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 49,26; 2. შონა მილერი (ბაჰ) - 49,67; 3. შერიკა ჯექსონი (იამ) - 49,99...
მედლების ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. კენია 6 3 2 11
2. აშშ 3 4 5 12
3. იამაიკა 3 0 2 5
4. ბრიტანეთი 3 0 0 3
5. პოლონეთი 2 1 3 6
6. კუბა 2 1 0 3
7. გერმანია 1 2 2 5
8. ეთიოპია 1 2 0 3
9. კანადა 1 1 1 3
10. ს. აფრიკა 1 0 1 2
11. ჩეხეთი 1 0 0 1
11. ესპანეთი 1 0 0 1
11. ერითრეა 1 0 0 1
11. კოლუმბია 1 0 0 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"