სანიჩბოსნო ბაზა ოქტომბრისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
ხარაჩოებში ჩასმული ეს შენობა მცხეთის სასპორტო სკოლის სანიჩბოსნო ბაზაა, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შენდება თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსებით.

ამ ორსართულიან ნაგებობას საფუძველი ცხრა თვის წინათ ჩაეყარა. კეთილმოწყობის სამუშაოებს, როგორც საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა გვითხრა, მცხეთის მუნიციპალიტეტი შეასრულებს.

აქ განთავსდება ელინგი 50 ნავზე, ტრენაჟორების დარბაზი ერთდროულად 50 სპორტსმენის სავარჯიშოდ, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, ექიმისა და მწვრთნელთა ოთახები, სასადილო 50 კაცზე.

მშენებლები სანიჩბოსნო ბაზის საექსპლუატაციოდ გადაცემას 14 ოქტომბერს - მცხეთობის ტრადიციულ დღესასწაულზე აპირებენ.

"მშენებლობა ხარისხიანად და ისეთი ტემპით
მიმდინარეობს, რომ არა მგონია, ნაგებობის დროულად ჩაბარებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის გრაფიკი დაირღვეს.

ეს იქნება საქართველოში საუკეთესო სანიჩბოსნო ბაზა არა მარტო სავარჯიშოდ, არამედ მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჩასატარებლად, რაც ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე წარმატებების მიღწევაში დაეხმარება",
- გვითხრა ვიტალი გრძელიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბაზა უკვე წელი ხდება აღარავის აინტერესებს და მხოლოდ ჩონჩხი დგას და ვინმე თუ მიაქცევს ყურადღებას კარგი იქნება
achiko
11:43 10-07-2014
0
2014 წელია და ეს შენობა ისევ ისე დგას იქნებ გაგგრძელონ მშენებლობა
temo
12:45 08-07-2014
0

სიახლეები პოპულარული