უკრაინელი ხალხისადმი მიმართვა საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა მამულაშვილმა გაავრცელა.
ახლახან ბაქოში ჩატარებულ მსოფლიოს თასის ფინალურ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე გუნდური ადგილის მგლობელი გახდა. ტურნირში 6 ქვეყნის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. ბრინჯაოს მედლები კი შოთა აბულაშვილმა, გიორგი ჯანგირაშვილმა, ოთარ ტაბატაძემ და გიგა კუხალაშვილმა დაისაკუთრეს.
მიმართვა უკრაინელ პატრიოტებს
შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირზე დაკავებულ მე-3 ადგილს ევრომაიდანის ყველა უკრაინელს უძღვნის.
ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ!!
ჩვენო ძმებო,
არ მისცეთ ბოროტ ძალას თქვენზე გამარჯვების უფლება. გაუმარჯოს უკრაინას! საქართველო თქვენთანაა!