ოთხი ფერიის რვა ჯილდო "ზღვის თასზე"

AutoSharing Option
გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმა (მწვრთნელები - ლუბოვ სერგოვანცევა და თინათინ ნადირაშვილი), ფიქრია ფანქველაშვილის ხელმძღვანელობით, ისრაელში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - "ზღვის თასის" გათამაშებაში იასპარეზეს.

აშდოდში 11 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებმა მოიყარეს თავი.

1998 წელს დაბადებულთა მრავალჭიდში 41,75 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა ელიზავეტა ბაქრაძემ, რომელმაც ცალკეული საგნებით ვარჯიშშიც მოიპოვა ორი მედალი: ბაფთით 15,05 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, რგოლით კი (14,5) მეორე ადგილს დასჯერდა.

13 წლის ტანმოვარჯიშეთა პაექრობაშიც სამი ჯილდო დაიმსახურა ვიქტორია შელიამ. მანაც მრავალჭიდში 42,5
ქულით მეორე ადგილი დაიკავა, გურზებით (14,6) პირველი იყო, ბურთით (13,9) კი მეორე ადგილზე გავიდა.

2001-02 წლებში დაბადებულთა შორის ანა კუკავას ბურთით ვარჯიშში (13,7) მესამე შედეგი ჰქონდა, მრავალჭიდში კი ბრინჯაომდე მცირედი დააკლდა - მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

საქართველოს დელეგაციის მე-8 მედალი 10-წლიანებში ანასტასია არველაძემ მოუტანა - 11,65 ქულით რგოლით ვარჯიშში მე-2 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული