ლენს არმსტრონგი დოპინგს ამართლებს

AutoSharing Option
ლეგენდარული და სკანდალური ლენს არმსტრონგის აზრით, გასული საუკუნის 90-იან წლებში შეუძლებელი იყო ველორბოლების მოგება დოპინგის გამოყენების გარეშე.

2013 წლის იანვარში, ოპრა უინფრისთან ინტერვიუში ამერიკელმა პირველად აღიარა კარიერის განმავლობაში აკრძალული პრეპარატების გამოყენება. არმსტრონგს ამის გამო ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული ჩამოართვეს.

"მე რომ დღეს აქტიური სპორტსმენი ვიყო, ამას არ გავაკეთებდი, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ თუ 1995 წელში დავბრუნდები, როცა დოპინგი ყველგან იყო, მე, ალბათ, ისევ გამოვიყენებდი აკრძალულ პრეპარატს. მაგრამ დღეს ჩემი აზრი აღარ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რას
ფიქრობს საზოგადოება, რომელიც ველოსპორტში ტრიალებს ან კიბოს დაავადებას ებრძვის.

როცა დოპინგის გამოყენების გადაწყვეტილება მივიღე, ბუნებრივია, ეს არ იყო კარგი საქციელი, მაგრამ ეს მოხდა და ვიცი, რატომაც. ვიცი, რაც ხდებოდა სპორტში. არ ვფიქრობ, რომ ისტორია - სისულელეა. ისტორიაში ყველაფერი ხდება. რამდენიმე წლის შემდეგ თუ მკითხავთ იმ ძველ დროზე, არ გეტყვით, რომ ის დაკარგული წლები იყო. მე მართლაც ვგრძნობ თავს იმ ტურნირების გამარჯვებულად", - განაცხადა არმსტრონგმა BBC-ის ეთერში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული