ამ მარადიულ კითხვაზე ფიქრებში, ხან ფუნიკულიორზე, ხანაც კუსტბაზე და ხანაც ლისის ტბაზე ვიმოგზაურე. მერე ისევ დაბლა დავეშვი და თბილისურ, ხმაურიან ქუჩებში ვიბოდიალე. ბუშტებით თუ ყვავილებით გადაპენტილი რესტორანი, ბარ-პაბ-ლაუნჯი (წინა წლებში სულ ასეთ გარემოს ვანიჭებდი უპირატეობას) თუ რაღაც სხვა?
უფრო ახალი მომინდა. მივხდი, რომ ახლა, უკვე
ერთი სიტყვით, ზუსტად ერთი კვირაა, ინტერნეტ სამყაროში, ქუჩაში სიარულის დროს, გაფართოებული თვალის გუგებით დავეძებდი შესაფერის გარემოს, სადაც მშვიდ, წყნარ და ამავდროულად,საინტერესო გარემოს გადავაწყდებოდი...
ჩემს სახლთან ახლოს ბევრი ბარი და პაბია, ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმამაღალი მუსიკაა, აი ისეთი, გვერდით მყოფ ადამიანს ჩვეული ტონით, რომ ვერაფერს გააგებინებ. ინტერესის გამო, მაინც გადავწყვიტე შესვლა და 14თებერვლის მენიუსა და პროგრამის გაგება. ერთ-ერთ ბარში შესულს, ცუდ ხასიათზე მყოფმა ქერათმიანმა, მენეჯერმა, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული გეგმები ორი სიტყვით, მოვალეობის მოხდის მიზნით, მკაცრი ტონით გამაცნო:"ორი პერსონა 70 ლარი.მენიუში შედის ერთი ბოთლი შამპანური და ხილის ასორტი..."
სახეზე ღიმილი შემეყინა, უკან გამობრუნებული "წმინდა ვალენტინის" ბედზე ჩავფიქრდი... ეჰ, ჩემო ვალენტინ, ახლა სულ რამდენიმე საათით წამოგაყენა, ერთი თვალით შეგახედა, შენი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებულ სამზადისს და საგანგებოდ აწეულ თბილისურ ფასებს.
მოკლედ კიდევ რამდენიმე მსგავს დაწესებულებას ვესტუმრე და იქიდანაც იმედგაცრუებული გამოვბრუნდი. მერე ინტერნეტში დავიწყე "ძრომიალი" და არც თუ ისე დიდი ხნის ძებნის შემდეგ ერთ იტალიურ რესტორანს გადავაწყდი. აი, ადგილი, სადაც სულ რაღაც 30 ლარად შეგიძლია დაჯავშნო მაგიდა ორ პერსონაზე და ჯავშანში გადახდილი თანხა, ისევ ჩემი შეკვეთის დეპოზიტზე გიბრუნდება.
ეს ყველაფერი არ არის, გარემოც სადაა და 21:00 საათიდან - 00:00 საათამდე ჩვენს განწყობაზე გამორჩეული მუსიკალური გემოვნების მქონე მუსიკოსები იზრუნებენ . გარემო, სადაც შეყვარებულთან ერთად დასამახსოვრებელი დღე შეიძლება გაატაროთ, ეს "ჩი გუსტაა!". ხო, კიდევ ის დამავიწყდა, რომ მეთქვა, ყველა წყვილს საჩუქარი ელოდება. მენეჯერმა მისი გამხელა ბოლომდე საიდუმლოდ დატოვა.
მე უკვე ვიცი, სად აღვნიშნავ ვალენტინობას. ასე, რომ მამაკაცებო "ჩი გუსტა!"გვაძლევს შესაძლებლობას, მოვუწყოთ ნამდვილი დღესასწაული ჩვენ შეყვარებულებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს შემოთავაზება "ჩი გუსტა!"ს თბილისელი და ბათუმელი სტუმრებისთვის აქვს.
ერთი ილიასა და ერთი აკაკის პორტრეტებიანი ორი კუპიურით მომავალ ვალენტინობამდე შევძლებთ ქალბატონების გახარებას!
იმისათვის, რომ მარტივად მიაგნოთ "ჩი გუსტა!"-ს თბილისსა და ბათუმში:
ქ.თბილისი / ჭავჭავაძის # 7 "ბიბლუსი გალერეა",
ქ.ბათუმი / მემედ აბაშიძის # 52 "ბიბლუსი გალერეა",
თორნიკე ყაჯრიშვილი
R