ირაკლი მეძმარიაშვილი: თუ დამტკიცდა, რომ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში დარღვევები იყო, მაშინ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ

AutoSharing Option
თუ დადასტურდა და დამტკიცდა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს გამართულ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესში დარღვევები იყო, მაშინ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, 23 დეკემბრის არჩევნებში არაუფლებამოსილმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც კანონდარღვევით მოხდა.

მისივე თქმით, არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ გარე ჩარევების გარეშე ჩატარდა, მოხდა დარღვევები, რაც აუცილებლად უნდა გაესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოში.

მეძმარიაშვილის თქმით, ის განცხადება, რომ აღნიშნული სარჩელი ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
იმიჯს ან აფერხებს მის მუშაობას, არ შეესაბამება სიმართლეს.

ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა მისმა იურისტმა როინ მიგრიაულმა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე, გასაჩივრებული აქვს მეორე მხარეს და საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მას შემდეგ დაბრუნდება, რაც სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა.

ირაკლი მეძმარიაშვილი სარჩელით არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. მეძმარიაშვილის აზრით, არჩევნებში ხმის უფლებით ვინც სარგებლობდა, გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა პრობლემები, როგორც იურიდიული, ასევე რეგისტრაციის თვალსაზრისით.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული