ოლიმპიურ სოფელში საქართველოს გუნდის ძირითადი ნაწილი 25 ივლისს, გვიან ღამით დაბინავდა. ნაკრებთან ერთად იმყოფება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც.
კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოლიმპიურ სოფელში საზეიმო ატმოსფეროა, სპორტსმენებს იდეალური საცხოვრებელი პირობები აქვთ.
ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიების ორგანიზატორებმა საქართველოს დელეგაციას კორპუსი ცენტრალურ ზონაში, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ბელგიელების, ლიტველების, ავსტრიელებისა და ირლანდიელების კომპანიაში გამოუყვეს.
საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა 26 ივლისს, საღამოს, სოფლის შესასვლელში აღიმართება.
interpressnews.ge