ოლიმპიური სამყარო 10 სექტემბრის მოლოდინშია

AutoSharing Option
მსოფლიოს ოლიმპიურ თანამეგობრობას დიდი განახლების პროცესი უახლოვდება.

როგორც ცნობილია, სულ მალე, 10 სექტემბერს, ბუენოს-აირესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია გაიმართება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სოკ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევისა და სამომავლოდ ჭიდაობის ოლიმპიური ბედის საკითხები.

პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა სპორტსპრო-მ ჩაატარა გამოკითხვა, სოკ-ის მომავალ პრეზიდენტთან დაკავშირებით.

გამოკითხვის შედეგები ბევრისთვის სენსაციური აღმოჩნდა. ხმები ასე განაწილდა: სერგეი ბუბკა (უკრაინა) - 40.6 პროცენტი, თითქმის ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა (19.78%), სერ მიანგ ნგიმ (სინგაპური) - 14.29%, ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, შვეიცარიელმა დენის
ოსვალდმა - 13.19%, სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ფედერაციის თავკაცმა, ტაივანელმა ჩინგ-კოე ვუმ - 6.59%. ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი (5.46%) აღმოაჩნდა სოკ-ის ფინანსური განყოფილების თავკაც რიჩარდ კარიონს.

სოკ-ის რიგით მე-10 პრეზიდენტის არჩევის გარდა, დელეგატებმა კენჭი უნდა უყარონ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭიდაობის დატოვება-ამოღების საკითხს და უნდა გამოავლინონ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული