დოპინგი: თურმე ყველაფერი უაზრობაა

AutoSharing Option
ავსტრალიელმა მეცნიერებმა სპეციალური კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ დოპინგთან ბრძოლის თანამედროვე სისტემა სუსტი და დაუხვეწავია. ამ დასკვნამდე მისასვლელად, მათ გამოიყენეს სპორტის 93 სახეობაში დაფიქსირებული დადებითი დოპინგ-სინჯები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აკრძალული პრეპარატების გამოყენებაზე შემთხვევითი ტესტების ჩატარება ასიდან მხოლოდ 2.9 პროცენტის შემთხვევაში იძლევა ზუსტ ინფორმაციას. ამასთან, ასპროცენტიანი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია თითოეული პროფესიონალი სპორტსმენის წელიწადში 50-ჯერ შემოწმება.

"ანტისადოპინგო ზომები მხოლოდ საჩვენებლად მიიღება, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი. - ხდება იმის დემონსტრირება, თითქოს ყველაფერი კანონზომიერად და სწორად მიდის, სინამდვილეში კი თანამედროვე ანტისადოპინგო სისტემა განწირულია დამარცხებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგი: ყველა ტყუოდა და წესს არღვევდა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული