გერმანიის ელჩი: მე რომ ქართველი ვიყო, ოლიმპიადაზე წასვლის წინააღმდეგი ვიქნებოდი

AutoSharing Option
ალბათ, მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლის, განსაკუთრებით, მეჩირაღდნის პრეცედენტის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ორთვინ ჰენიგმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, ის მეჩირაღდნის პრეცედენტს პროვოკაციად და შეურაცხყოფად ჩათვლიდა. ორთვინ ჰენიგი აცხადებს, რომ თანაუგრძნობს იმ ქართველებს, რომლებიც ოლიმპიადის ბოიკოტირებას მოითხოვენ.

"მაგრამ მე ქართველი არ ვარ და შემიძლია ამ საკითხს ნაკლები ემოციით შევხედო. ისტორიას ახსოვს ოლიმპიადის ბოიკოტის მაგალითები, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ამან რეალური პოლიტიკური შედეგი მოიტანა.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ
გადაწყვეტილებას ერთბაშად არ მიიღებთ. დააკვირდით საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას და ფხიზელი გონებით გადაწყვიტეთ", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი გახდა [VIDEO]
თინა კანდელაკი ოლიმპიური ჩირაღდნითა და წარწერით: "საქართპელო-რუსეთი"

სოსო პავლიაშვილი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნეა [VIDEO]
გია ბუღაძე: სპორტსმენი რომ ვიყო, სოჭში კაცური ღირსების გამო არ წავიდოდი

გიორგი ასანიძე: ახლა ვერ გიპასუხებთ, წა­ვი­დო­დი თუ არა სოჭ­ში, საგ­ზუ­რი რომ მქო­ნო­და
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეჰ, ბატონო ელჩო, სერიალებითა და ქართული ოცნებით ტვინგადაღლილ ქართველებს მაგის განსჯა სადღა შეგვიძლია....
eeeh
10:29 29-10-2013
0
ეჰ, ბატონო ელჩო, სერიალებითა და ქართული ოცნებით ტვინგადაღლილ ქართველებს მაგის განსჯა სადღა შეგვიძლია....
eeeh
10:29 29-10-2013
0

სიახლეები პოპულარული