როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს, დელეგაციაში სულ 19 ადამიანი შედის. სპორტსმენები და ძირითადი ნაწილი სოჭში 6 თებერვალს გაემგზავრებიან, 4 თებერვალს კი ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ჩავლენ საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.
"საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება ორ ნაწილად. ნაწილი მიდის ხვალ დილით, ხოლო ძირითადი ნაწილი დელეგაციის მიემგზავრება 6 თებერვალს, დილით. 19-კაციანი შემადგენლობაა, რომელთა შორის არიან სპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტები და სხვები. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ოლიმპიური
სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.
როგორც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, საქართველოს დელეგაცია სოჭში პირდაპირი რეისით გაემგზავრება. პირდაპირი რეისების განხორციელება ხვალიდან დაიწყება.
წყარო: ipn.ge