საქართველოს ოლიმპიური გუნდი სოჭში გაემგზავრა

AutoSharing Option
6 თებერვალს, დილით, საქართველოს ოლიმპიური გუნდი სოჭში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა.

სპორტსმენები და მწვრთნელები, ასევე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, მისმა მოადგილე თამაზ თევზაძემ და გულშემატკივრებმა გააცილეს.

"ამ ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი გადაჭარბებულია. პოლიტიკური დებატების ნაცვლად, სჯობს, ჩვენი გუნდის წევრებს წარმატება ვუსურვოთ", - განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

სოჭში 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 18 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა ნინო წიკლაური, რომელიც 21 თებერვალს სლალომშიც ცდის ძალას.

19 და 22 თებერვალს იგივე
დისციპლინებში იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ხოლო ჩვენი გუნდის ლიდერი ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) 19-20 თებერვალს ჩაერთვება თამაშებში.

"გარწმუნებთ, რომ სოჭში ჩვენ არანაირი პოლიტიკური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებთ და არც პოლიტიკური საკითხების განხილვაა ჩვენს გეგმაში. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ კარგი სპორტული შედეგის ჩვენებაა",
- განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სოჭი 2014 7 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება.

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
არც გრცხვენიათ ,ტქვენც მედლებით არ ჩამოხვიდეთ, მართლა ტომი ვართ ერი კი არა
GEORGI
13:51 06-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული