რუსეთს ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობა აღარ უნდა

AutoSharing Option
რუსეთმა უარი თქვა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ გამოაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროს მთავარი ამოცანებია - ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორგანიზაცია და ჩატარება, 2019 წლის უნივერსიადა კრასნოიარსკში და ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩები სანკტ-პეტერბურგში. ასევე, რუსეთი განიხილავს 2023 წლის ევრობასკეტის მიღების შესაძლებლობას.

2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელს 2017 წლის ზაფხულში აირჩევენ. ჯერჯერობით მხოლოდ სამი პრეტენდენტი არსებობს: რომი (იტალია), ჰამბურგი (გერმანია) და ბოსტონი (აშშ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული