ბაქო 2015: ბექა ლომთაძეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მოპოვების შანსი აქვს

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალშია, სადაც რუს ალექსანდრ ბოგომოევს დაეჭიდება.

ამასთან, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ დავით ტლაშაძეს (70), სანდრო ამინაშვილსა (86) და გენო პეტრიაშვილს (125), რომლებიც ნახევარფინალში დამარცხდნენ და ახლა სანუგეშო ტურნირში გამოდიან. სხვათა შორის, პეტრიაშვილის მეტოქე სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეა.

ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.

შეგახენებთ, რომ ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ამ დროისთვის ქართველ სპორტსმენთა ანგარიშზე ორი ვერცხლი
და ერთი ბრინჯაოა. ვიცე-ჩემპიონები მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე და ლაშა ფხაკაძე (შერეულ წყვილებში) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ. ბრინჯაოს მედალი კი ასევე "თავისუფალმა" ჯუმბერ ყველაშვილმა (74) მოიპოვა.

ასევე იხილეთ:
ბაქო 2015: პირველი ნადავლი - ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლომთაძე თუა მოიგებს
irakli
15:42 18-06-2015
0
გამარჯვების შემთხვევაში ორმაგად სასიხარულო იქნება საქართველოსთვის გამარჯვება უმაღლეს დონეზე და თამ რუსეთის წარმომადგენლის დამადცხება ლომთაძეს ლომივით ბრძოლა მართებს ვუსურვებ გაეხარებინოს საქართველო
ემზარი
17:22 18-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული