ბაქო 2015. კრივი: გელა აბაშიძეც შეაჩერეს

AutoSharing Option
23 ივნისს, მთელი ჩვენი დელეგაციის ყურადღების ცენტრში მოკრივეთა ტურნირს შემორჩენილი გელა აბაშიძის გამოსვლა იყო, ჩვენი შტაბიდან ყველა მოვიდა დარბაზში.

ამ ბიჭს ბევრი ქომაგი ჰყავს ბაქოელ მაყურებელთა შორისაც. ყველას თავი დაამახსოვრა ბრძოლის ეფექტური მანერით. წინწაწეული მოკრივეები უკვე ერთიმეორეზე უკეთესები არიან და ყველა ძალზე საინტერესო ნახევარფინალებისა და ფინალის მოლოდინშია.

გელას გუშინდელმა მეტოქემ, უკრაინელმა იაროსლავ სამოფალოვმა აქამდე, ისევე, როგორც აბაშიძემ, შთამბეჭდავი გამარჯვებებით მოაღწია. სწორედ ამიტომაც, ძნელი იყო წინასწარ რაიმეს ვარაუდი.

ჩვენი მოკრივის მხურვალე ქომაგობა რინგზე მისი ასვლისთანავე დაიწყო მაყურებელმა. მეტოქეებმა ენერგიულ ტემპში პაექრობა
შესთავაზეს ერთმანეთს.

პირველი რაუნდი ქართველის სასარგებლოდ დასრულდა, მეორეში კი უკრაინელის მცირე უპირატესობა დაფიქსირდა. ვერ ვიტყვით, რომ გადამწყვეტ მესამე რაუნდში მეტოქის უპირატესობა გამოკვეთილად აშკარა იყო, მაგრამ სამოფალოვმა ძალიან აკადემიურად იბრძოლა და საბოლოოდაც მას დარჩა გამარჯვება.

ამრიგად, მეოთხედფინალში ჩვენთვის მოკრივეთა ბოლო იმედსაც დაესვა წერტილი.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიძინა რა შუაშია არ ყავდა მაყუთიანი ხალხი ქვეყანას მარა ვერ ხდებოდენ ჩემპიონები მენტალიოტეტი აქვს ახალგაზრდებს შეცვლილი და ეზარებათ ვარჯიში მცირედიდ კმაყოფილდებიან აი ესარის მთავარი და არა ფული.იგივე რაგბი ავიღოთ ფული რუსებს როაქვთ რაგბში ისეუნდა თუგინდ ძიუდოში მაგრამ რა ვერუგებენ ჩვენები ფულით ყველაფერი არც იზომება და არც იყიდება.
qutaiseli
24 ივნისი 2015 10:43
0
სამწუხაროა, რომ საქართველო აღარაა სპორტული ქვეყანა. არცერთ სპორტს არ ექცევა სატანადო ყურადღება. მარტო რაგბით კი შორს ვერ წავალთ. რაგბი კარგია, მაგრამ, ის არ შედის არც ოლიმპიურ და არც სხვა მსგავს თამაშებში. აზერები ბრავო. მართალია, რომ ფული ყოვლის შემძლეა. ჩვენც გვყავს ფულიანი ბიზინები, მაგრამ რათ გინდა!!!
koka
24 ივნისი 2015 10:28
0
პასუხს ვინ აგებს საქართველოს ესეთ სუსტ გამოსვლ?
vajiko
24 ივნისი 2015 10:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული