ბაქო 2015. მძლეოსნობა: საქართველოს სპორტსმენების შედეგები

AutoSharing Option
გაგაცნობთ ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ჩვენი მძლეოსნების შედეგებს და მათ მიერ მოპოვებულ ქულებს, ოქმების მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ პირველი ევროპული თამაშების პროგრამით მძლეოსნობაში მხოლოდ გუნდური შეჯიბრება ჩატარდა, ისიც მარტო ევროპის ფედერაციის მესამე ლიგის ქვეყნების მონაწილეობით - სულ 14. შედეგები თითოეული სპორტსმენის ინდივიდუალური გამოსვლით ჯამდებოდა. პირველი ადგილი 14 ქულა, მეორე - 13 და ა.შ. დაღმასვლით.

საქართველოს ათლეტების მიერ დაკავებული ადგილების (მითითებულია გვარის წინ) გვერდით, შედარებისთვის ფრჩხილებში მივანიშნეთ გამარჯვებულის შედეგი და იქვე ნახავთ +, ჩვენმა სპორტსმენმა გუნდს რამდენი ქულა შემატა.

ბოლოს მინიშნებულია, ჩვენებიდან
ვინ აჩვენა პირადი საუკეთესო შედეგი (საერთოდ) და ვინ - მიმდინარე სპორტული სეზონის.

მაშ, ასე:
21 ივნისი. ვაჟები
100 მ. 7. ნიკა კარტავცევი - 10,79 (გამარჯვებულის დრო - 45,75) +7 ქულა
400 მ. 7. ენდრიკ ზილბერშტეინი - 48.67 (45.75)+8
400 მ. დაბრკოლებებით. 10. დენის ჟვანია - 56.47 (50.70)+5
4X100 მ. 6. საქართველო (გიორგი აზარაშვილი, ნიკა კარტავცევი, ლუდვიგ ზილბერშტეინი, ბაჩანა ხორავა) 41.35 (40.25)+9
1500 მ. 12. თენგიზ ღვინჯილია - 4:08.95 (3:49.69)+3
5000 მ. 7. გიგლა ზილბერშტეინი - 15:20.30 (14:02.16)+8. პირადი საუკეთესო შედეგი
სიმაღლე. 4. ზურაბ გოგოჭური - 2.15 (2.26)+11. სეზონის პირადი საუკეთესო შედეგი
სიგრძე. 1. ბაჩანა ხორავა - 7.64. +14. თამაშების რეკორდი
ბირთვი. 11. გიორგი ჭიხვარია - 12.50 (20.26)+4
ურო. 5. გიორგი ჭიხვარია - 56.73 (75.41)+10. პირადი საუკეთესო შედეგი

21 ივნისი. ქალები
100 მ. 10. მარიამ ბედუკაძე - 12.57 (53.07)+5. პირადი საუკეთესო შედეგი
400 მ. 8. მარიამ მარტინენკო - 58.10 (53.07)+7. პირადი საუკეთესო შედეგი
400 მ. 10. ხუსკივაძე ელენე - 1:07.90 (58.94)+5
4X100 მ. - საქართველოს გუნდი შეჯიბრებას გამოეთიშა - 0 (44.92)+0
800 მ. 10. თინათინ პაპუაშვილი - 2:15.33 (2:01.77) პირადი საუკეთესო შედეგი
3000 მ. 13. ლიდია ბერძენიშვილი - 12:38.66 (9:11.98)+2
3000 მ. სტიპლჩეისი. 7. გიული დეკანაძე - 11:23.18 (10:30.58)+8
სამხტომი. 5. ირინა მიკუტიუკი - 12.24 (14.41)+10
ბადრო. 11. ნინო წიკვაძე -33.38 (55.08)+4
შუბი. 8. ლალი კალაძე - 38.75 (58.00)+7
ჭოკი. 8. დიანა ზოლოტუხინა - 3.00 (4.35)+7

22 ივნისი. ვაჟები
200 მ. 2. ნიკა კარტავცევი - 21.29 (21.08)+13. პირადი საუკეთესო შედეგი
4X400 მ. 6. საქართველო (ბაჩანა ხორავა, ენდრიკ ზილბერშტეინი, სოსო გოგოლაძე, ნიკა კარტავცევი) 3:15.49 (3:08.80)+9
110 მ. თარჯი. 7. თემურ ცირამუა - 16.07 (14.07)+8
800 მ. 10. თეიმურაზ ბაიკეევი -1:55.50 (1:50.16)+5
3000 მ. 10. დავით ხარაზიშვილი - 9:01.04 (7:54.14)+5
3000 მ. სტიპლჩეისი. 6. ჯეირან ხოფერია - 9:26.03 (8:49.83)+9. პირადი საუკეთესო შედეგი
სამხტომი. 4. ლაშა თორღვაიძე - 15.80 (16.38)+11
ჭოკი. 9. გიორგი გურეშიძე - 3.50 (5.15)+6
ბადრო. 8. ილია მარტყოფლიშვილი - 45.61 (59.48)+7
შუბი. 2. როსტომ ჭინჭარაული - 71.32 (74.89)+13. სეზონის პირადი საუკეთესო შედეგი

22 ივნისი. ქალები
100 მ. თარჯი. - მაიკო გოგოლაძე - არ უასპარეზია (13.18)+0
200 მ. 9. მარიამ ბედუკაძე - 25.55 (23.40)+6. პირადი საუკეთესო შედეგი
4X100 მ. 8. საქართველო (მარიამ მარტინენკო, ელენე ხუსკივაძე, მარიამ ჩაკაბერია, მარიამ ბედუკაძე) - 3:59.02 (3:35.03)+7
1500 მ. 8. თინათინ პაპუაშვილი - 4:42.20 (4:11.58)+7
5000 მ. 8. გიული დეკანაძე - 18:25.46 (16:33.09)+7
სიგრძე. 4. მაიკო გოგოლაძე - 6.00 (6.68)+11
სიმაღლე. 2. ვალენტინა ლიაშენკო - 1.84 (1.86)+13. სეზონის პირადი საუკეთესო შედეგი
ბირთვი. 9. სოფიკო შათირიშვილი - 11.45 (14.85)+6
ურო. - ნინო წიკვაძე - 0 (69.31) +0 .

გუნდების უმეტესობა 38-40 მონაწილით ასპარეზობდა, რაც თითქმის მაქსიმალური შემადგენლობაა. საქართველო ამ თამაშებზე 38 მძლეოსნით იყო წარმოდგენილი.

ვფიქრობთ, გამარჯვებულებთან ჩვენი სპორტსმენების შედეგების შედარება შესაძლებლობას მოგვცემს დავფიქრდეთ, რა დონეზე ვიმყოფებით. სასიხარულოა, რომ ერთ პროგრამაში მაინც, სიგრძეზე ხტომაში, მეტოქეებს ბაჩანა ხორავას მიღწევაზე მოუწევთ სწორება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული