ტოკიოს 2020-ის ორგანიზატორებს მედლების ჩამოსხმა ჯართისგან სურთ

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების დამზადებას "ჯართისგან" - მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის დეტალებში გამოყენებული, გადამუშავებული ძვირფასი ლითონებისგან აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორთა ძალისხმევა ამ შემთხვევაში არა მომჭირნეობით, არამედ ეკოლოგიაზე ზრუნვითაა განპირობებული.

იაპონიის დედაქალაქში გასამართი თამაშების მედლების საბოლოო დიზაინი, ფორმა და შემადგენლობა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. რეგლამენტის თანახმად, ოლიმპიური ჯილდოები 60 მმ-ზე ნაკლები დიამეტრისა და 3 მმ-ზე ნაკლები სისქის არ უნდა იყოს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ თემასთან ცოტა ახლოს, რადგან ოლიმპიადაა ნახსენები და ამბები.გე-ს გთხოვთ, თქვენ მაინც გააშუქეთ: 1 კვირის წინ გარდაიცვალა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელი, 1952 წელს ჰელსინკიში მოიპოვა ოქროს მედალი. ძალიან გულსაწყვეტია, რომ არცერთ ქართულ საინფორმაციო საშუალებას ეს არ გადმოუცია, არადა რუსულ მედიაშიც გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, მიმაჩნია, ეს არის ჩვენი სირცხვილი. ვიღაცა პელენწუკა ქალების რა ფერის ნიფხავი აცვიათ, იმას დღეში ათჯერ გადმოცემენ და ლეგენდარულ ქართველ სპორტცმენ ქალბატონზე ინფორმაცია ნოლი, რუსულ ვიკიპედიაში მედეა ჯუღელზე დიდი სტატიაც არის სურათით, ქართულში ორი სიტყვით არის ნახსენები, ინგლისურენოვანმა ვიკიპედიამაც გამოაქვეყნა ნეკროლოგი. ასე ვცემთ პატივს ჩვენს სასიქადულო თანამემამულეებს. გთხოვთ, იქნებ რამე კარგი სტატია გააკეთოთ ქალბატონ მედეა ჯუღელზე, მითუმეტეს, რომ ამ ოლიმპიადის ზოგიერთი ქართველი მონაწილეც დღესაც ცოცხალია და მათი მოგონებებიც არ იქნება ურიგო. პატივისცემით.
kutaisski
22:26 16-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული