ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გააფრთხილა ესპანეთის ფედერაცია იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, ესპანეთის ეროვნული ნაკრები არ დაუშვან 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. FIBA მზად არის ამ ნაბიჯზე წავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ესპანური კლუბები უარი არ იტყვიან ევროლიგის მხარდაჭერაზე.

უფრო ადრე, საერთაშორისო ფედერაციამ 14 ეროვნული ფედერაცია (მათ შორის, ესპანური) ჩამოაშორა 2017 წლის ევრობასკეტს, რომელთა კლუბებმა ხელშეკრულებები გააფორმეს ევროლიგასთან და ევროთასთან.

ოლიმპიური თამაშებიდან ესპანეთის სავარაუდო მოკვეთის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ჟენევაში FIBA-ის აღმასკომზე მიიღეს, საბოლოო არ არის და ჯერ მხოლოდ გაფრთხილებაა ესპანეთის ფედერაციისთვის, - აღნიშნავს გამოცემა
Mundo Deportivo.
* * *
ამასობაში, გუშინ ცნობილი გახდა, რომ NBA-ის ვარსკვლავები - ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი მონაწილეობას მიიღებენ რიოს ოლიმპიადაში. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურია.

ასე რომ, "კლივლენდისა" და "ნიუ იორკის" ლიდერებს ექნებათ შანსი - კარიერაში მესამედ მოიგონ ზაფხულის ოლიმპიადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული