ნიჩბოსნობის ფედერაციამ 5 რუს სპორტსმენს ოლიმპიადის ლიცენზიები ჩამოართვა

AutoSharing Option
ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 5 რუს სპორტსმენს რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ჩამოართვა.

საკუთარ ქვეყანას ოლიმპიადაზე ვერ წარადგენენ: ანდრეი კრაიტორი, ალექსეი კოროვაშკოვი, ალექსანდრ დიაჩენკო, ელენა ანიუშინა და ნატალია პოდოლსკაია.

"სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით დასკვნაში არიან ნახსენები, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოხვდებიან", - ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.

"ეს დიდი დარტყმაა მთელი ოლიმპიური მოძრაობისთვის და ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი სპორტის სახეობა ამაში ჩართული აღმოჩნდა. ოპერატიული ზომები მივიღეთ და ყველა დამრღვევი პირი ჩამოვაცილეთ, ვისი დანაშაულიც დამტკიცდა", -
განაცხადა ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საიმონ ტულსონმა.

ჩამორთმეული ლიცენზიები ავსტრიის, გერმანიის, შვედეთისა და ირანის გუნდებზე გადანაწილდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული