![](https://sportall.ge/pictures/image31/6cc8ff0e8d516020ae6b4ce7844a3c62.jpg)
ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ