რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს

AutoSharing Option
7 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები 5 სპორტის სახეობაში გამოვლენ.

მშილდოსნობაში გუნდურ შეჯიბრებაში ქალებს შორის გამოვლენ ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე.

ჩვენების პირველი მეტოქე კი მექსიკის საკმაოდ ძლიერი ნაკრებია. ამათში მოგებულს მეოთხედფინალში ტაივანის ნაკრები ელოდება.

16:00 - 17:40 1/8-ფინალი (გუნდური)
21:00 - 22:40 1/4-ფინალი (გუნდური)
22:43 - 23:36 1/2-ფინალი (გუნდური)
23:39 - 00:04 III ადგილისთვის (გუნდური)
00:07 - 00:50 ფინალი (გუნდური)

- რიო 2016. მშვილდოსნობა: ქართველი ქალები პლეი ოფში გავიდნენ

ძიუდოში 66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი
გამოვა. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ამირან პაპინაშვილს (60) ჰქონდა, რომელმაც შეხვედრა უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან დათმო.

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი

- რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მედლის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა

ცურვაში საქართველოს სახელს დღეს თეონა ბოსტაშვილი დაიცავს.

20:48 - 21:11 100 მ. ბრასი - კვალიფიკაცია
22:24 - 22:34 100 მ. ბრასი - ფინალი

ტყვიის სროლაში დღეს ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის რეკორდსმენი, მერვე თამაშების მონაწილე ნინო სალუქვაძე იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს მისმა ვაჟმა ცოტნე მაჭავარიანმა 29-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში და ფინალში ვერ მოხვდა.

16:00 - 16:50 სპორტული პისტოლეტი. კვალიფიკაცია
18:00 - 18:30 სპორტული პისტოლეტი. ფინალი

- რიო 2016: ცოტნე მაჭავარიანი ფინალში ვერ გავიდა

ჩოგბურთში პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაებმება, რომელიც რეიტინგში 109-ეა, პირველ წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან გაარკვევს ურთიერთობას.

30 წლის სამხრეთამერიკელს მსოფლიო კლასიფიკაციაში 21-ე ადგილი უკავია (კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 18 ივლისს ჰქონდა - მე-20 ადგილი).

მეტოქეები პირველად ეთამაშებიან ერთმანეთს. ცხადია, ფავორიტად ურუგვაელს მიიჩნევენ. ბასილაშვილი პირველ ბარიერს თუ გადალახავს, მეთექვსმეტედფინალში იამაიკელ დასტინ ბრაუნსა და ბრაზილიელ ტომაზ ბელუჩის შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

17:45 - 06:00 I - წრე

- რიო 2016: 7 აგვისტოს სრული ანონსი
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევაც გამოვიდა მარგველაშვილი და ჩიკორივით ატრიალეს კისერზე.ისე რა გადარჩა იმ სლოვენიელმა 1წუთში რომ მოუყომარა თორე ალბათ თავიც არ შერჩებოდა.მაგრად არიან მომზადებულები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული