ქრისტინე ესებუას, ხათუნა ნარიმანიძის და იულია ლობჟანიძის სამეულმა მექსიკელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერც ერთ სეტში ვერ გაუწია და სამივე დათმო: 50:54; 52:58; 55:57.
ახლა ოლიმპიადაზე ჩვენებს მხოლოდ პირადი პირველობა დარჩათ სადარდელი, სადაც პლეი ოფები 10 აგვისტოს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 1/32-ედფინალში ლობჟანიძე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას შეხვდება, ნარიმანიძე - უკრაიონელ ლიდია სიჩენიკოვას, ესებუა - ინდოელ დეეპიკა კუმარის.