დახვეწილი ყაჩაღობა? როგორ გახდა "ლელოს" საპატიო რედაქტორი რიოში თაღლითობის მსხვერპლი

AutoSharing Option
რიოში ქუჩაში რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიცით და შეძლებისდაგვარად ერთთავად იმის ცდასა და ფიქრში ვართ, რაიმე ფათერაკს არ გადავეყაროთ.

გვსმენია თაღლითობის რამდენიმე ვარიანტის შესახებაც, რითაც შეიძლება "შეგაბან" და რამენაირად თავიანთ სასარგებლოდ დაგაზარალონ. ასეთი დამუშავებული ვარიანტი ალბათ ბევრია, რაც არ ვიცით, მით უფრო, ცხადია, არანაირად არ გვინდა საკუთარ თავზე ვიწვნიოთ. თუმცა, თურმე გარეთ და ქუჩაში კი არა, სასტუმროშიც გმართებს სიფრთხილე.

ის, რაც პირადად შემემთხვა სასტუმროში, სხვას რომ ეთქვა, ნაკლებად დავიჯერებდი ან რაღაც გაზვიადებად ჩავთვლიდი. მოხდა კი აი, რა:

საღამოს, დილისთვის, ტაქსი
წინა საღამოს შევუკვეთე ადმინისტრატორს, რომ ვეტერან ჟურნალისტთა დაჯილდოებაზე დროულად მივსულიყავი. დილით ფოიეში თადარიგიანად ჩავედი. ადმინისტრაციის თანამშრომელი მეკითხება, ტაქსი ხომ ნამდვილად მე შევუკვეთე. დავუდასტურე, მიჩვენებს ქვითრის მსგავს ქაღალდს, მითითებული თანხით. ვიფიქრე, მგზავრობის ფულს ვიხდიდი. მსხვილი კუპიურიდან 10 რეალი დამიბრუნა. ასეც ხდება, ზოგან ადგილზე იხდი. ეს მძღოლს რომ ვუთხარი, გაოცდა. სასტუმროს თანამშრომელმა კი ფულის აღება უარყო.

არადა, რით გინდა, დაუმტკიცო.

სხვათა შორის, ტაქსი რომ შევუკვეთე, ორ წუთში გაჩნდა ეზოში მანქანა. ადმინისტრატორმა გამაცნო, ვაჩვენე რუკაზე, სადაც უნდა მივსულიყავით. დილით კი სხვა მანქანა და სხვა მძღოლი მოვიდა. მერე მივხვდი, ესეც ალბათ თაღლითური სქემის შემადგენელი ნაწილი იყო. ასე მძღოლს შეეძლო სადმე მივეყვანე და თანამზრახველებთან ერთად საერთოდაც გავეძარცვე. მძღოლიც ხომ ის არ იყო, ვინც ადმინისტრატორმა მაჩვენა. სხვას რად გაყევიო, ბრალს მერე აქეთ დამდებდნენ.

რით დამთავრდა ეს საქმე? არაფრითაც! ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცით. ამას ცხელ გულზე ვწერ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვოვა ბიძიკო, ეს შენ ვერ გაიგე, ან არ გინდა გაიგო! ისე ტვინი თუ არ გიმუშავებს, გასწავლი ხერხებს!
Shoda
17:20 10-08-2016
0
კაი რაა :) ჩვენ იმისთანა გვაქ გამოვლილი მე არ მეგონა 90–იანებ გამოვლილ ქართველს სადმე თუ მოატყუებდნენ :))))))))))))
Merab
16:15 10-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული