შეგახსენებთ, რომ რიოს თამაშებზე გამგზავრებამდე ქართველმა ოლიმპიელებმა დოპინგკონტროლი გაიარეს. მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. მაშინ ბოლქვაძემ ეს შედეგები გაასაჩივრა და განმეორებითი ტესტირება მოითხოვა. თავის დაზღვევის მიზნით კი საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს, რომელმაც რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.
- რიო 2016. ცურვა: ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენა
როგორც ბოლქვაძემ
"ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთავარი გამარჯვებები წინ არის", - წერს მოცურავე.