"გასაჩივრებული ტესტის პასუხი უარყოფითია" - ბოლქვაძემ ოლიმპიადა დოპინგ ტესტის შეცდომის გამო გამოტოვა

AutoSharing Option
ქართველმა მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ რიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშები დოპინგ ტესტის შეცდომის გამო გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ რიოს თამაშებზე გამგზავრებამდე ქართველმა ოლიმპიელებმა დოპინგკონტროლი გაიარეს. მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. მაშინ ბოლქვაძემ ეს შედეგები გაასაჩივრა და განმეორებითი ტესტირება მოითხოვა. თავის დაზღვევის მიზნით კი საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს, რომელმაც რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.

- რიო 2016. ცურვა: ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი აჩვენა

როგორც ბოლქვაძემ
სოციალურ ქსელში დაწერა, განმეორებითმა ტესტირებამ აჩვენა, რომ მას აკრძალული ნივთიერებები არ მიუღია.

"ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთავარი გამარჯვებები წინ არის", - წერს მოცურავე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომც გასულიყო ერთბაშად ფელპსისთვის არ მოეგო.იქნებოდა სტატისტის როლში.
j.ch.
15 აგვისტო 2016 12:17
0
ეს ინფორმაცია არის არასწორი და ყველაფერი მალე გაირკვევა.ჟურნალისტს სტატიის დაწერამდე მინიმუმ ფედერაციაში უნდა გადაემოწმებინა ინფორმაცია. სტატუსების მიხედვით არ უნდა წერდეთ სტატიებს და არც ხალხს მოატყებთ და აღარც ესეთ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით.
ლადო
15 აგვისტო 2016 11:09
0
დასასჯელები კი არა დასაჭერები არიან ვინც ეს გააკეთა!!! ეს არის სამინისტროს სუსტი მუშაობა, რადგან მხოლოდ 1 მოცურავის ადგილი იყო ოლიმპიადაზე წასასვლელად. არ არის გამორიცხული რომ რევიშილის წასვლის ვიღაც მოსურნემ შეუწყო ხელი ამ ტესტების გაყალბებას. ღირსია საქართვლეო რომ ამ ახალგაზრდამ მიატოვოს საქართელო და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს, რის შემოთავაზებაც ალბათ არა ერთხელ ქონდა კიდეც და მართალიც იქნება ვინაიდან ამ ქვეყანაში როგორც ჩანს არ აფასებენ შრომას და დონეს, სამაგიეროდ ნაცნობობობას ნათესავობას და მერკანტილურ ინტერესებე ანაცვალებენ ქვეყნის წარმატებას. ან რა გაუჭირდა ამ სამინისტროს ასეთი რომ 1 ადგილი ვერ დაამატა, თავის პრემიებს ვერ შეელიენ? ((( მითუმეტეს ბოლქვქძე და რევიშვილი სულ სხვადასხვა კატეგორიებში ცურავენ?!
დავითი
15 აგვისტო 2016 10:15
0
ასეთი რამ რატო უნდა ხდებოდეს ვიღაცის შეცდომის გამო, ადამიანი ოლიმპიადის მიღმა დარჩა 4 წელი რომ ემზადები და ასე ტყუილუბრალოდ გამოგიშვებენ ეს სპორტსმენისთვის საბეისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქოლოგიურად! ვიღაცამ მაინც ხომ უნდა აგოს ამის გამო პასუხი!
გიგა
14 აგვისტო 2016 18:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული