ჩხეიძემ 105 კგ წონით კატეგორიაში B ჯგუფში იასპარეზა. ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 170 კგ იყო, აკვრაში კი სამივე ცდა უშედეგო გამოდგა.
დღეს რიოში მედლებისათვის +105 კგ-ში ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე იბრძოლებენ. ორივე ძალოსანი A ჯგუფში გამოვა.