კაპიტანთან ერთად ჩამოვა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძეც.
ძიუდოს დელეგაციის (მედალოსნების, ლიპარტელიანისა და ლაშა შავდათუაშვილის გარდა) სამშობლოში დაბრუნება 18 აგვისტოს, გამთენიისას იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ადამ ოქრუაშვილი და ამირან პაპინაშვილი თბილისში სულაც 2 დღის წინ ჩამოვიდნენ.
18-ში გამთენიისას საქართველოში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დაბრუნდებიან. რიოში 23 აგვისტომდე მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი დარჩება.