რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალში დამარცხდა შმაგი ბოლქვაძე (66) და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

22 წლის ბათუმელი ფალავანი 1/2-ფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან სუფთად დამარცხდა. მანამდე მერვედფინალში ბოლქვაძემ ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, მეოთხედფინალში კი 30 წლის ირანელი ოლიმპიური ჩემიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედაში ბოლქვაძუს მეტოქე იაპონელ ტომოჰირო ინუესა იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 11:00 საათიდან დაიწყება, ბრინჯაოს მედლებისათვის დაპირისპირება კი 24:00 საათიდან აიღებს სტარტს.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამაზე უსამართლო სპორტი არ არსებობს.
ქართველი უტევდა და რატომ დააყენეს ჩოგჯენში ვერაფერი გავიგე.
nodari
19:14 16-08-2016
0
მცოდნეებმა ამიხსენით : - რატომ მისცა შენიშვნა მსაჯმა ბოლქვაძეს და რატომ ჩააყენა ჩოქბჯენში, როცა ის უფრო აქტიური იყო და უტევდა ????
გულშემატკივარი
19:19 16-08-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული