ბეგი დარჩია: შმაგის ვულოცავ, გუნდით კი მთლიანობაში უკმაყოფილო ვარ...

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ შმაგი ბოლქვაძის მიერ რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ Sportall.ge-სთან მოჭიდავეთა გამოსვლები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიოში გამოსვლა 1 ბრინჯაოთი დაასრულა.

- რიო 2016: შმაგი ბოლქვაძემ საქართველოს მესამე მედალი მოუტანა

"პირველ რიგში, შმაგის ვულოცავ ამ მართლაც უდიდეს წარმატებას. მან ოლიმპიადაზე პირველად იჭიდავა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა.
ნახევარფინალში სულ მცირე დროში 2 გაფრთხილება მისცა მსაჯმა, რომელსაც არ იმსახურებდა, თუმცა ტექნიკური წუნი ნამდვილად გვქონდა.

არც ეს შედეგია ცუდი...

მთლიანობაში კი ვერ ვიქნები კმაყოფილი. ყველა სპორტსმენისგან გაცილებით მეტს ველოდი... სამწუხაროა, რომ ასე მოხდა", - გვითხრა მთავარმა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საკუთარი თავით არაა უკმაყოფილო ნეტა?
giga
10:21 17-08-2016
0
დარჩიამ ჩანს მეტი არ იცის – გასაშვებია; არცერთი მოჭიდავე არ იყო არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ მზადყოფნაში
მოძებნეთ 1–2 ახალგაზრდა, აზრიანი "კლასიკოსი" 3–6 თვით გაუშვით თურქეთში, რუსეთში ან სხვა ამ მიმართულებიტ ძლიერ ქვეყანაში და ჩააბარეთ ნაკრები
0

სიახლეები პოპულარული