ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: გავაგრძელებ ჭიდაობას, აბა, სხვა რა უნდა ვქნა?!

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

"ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი.

დღეს უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე, ჩემი გულშემატკივარი გავახარე და ესეც მახარებს.

ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა,
რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა.

25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო. შემიძლია ჯერ კიდევ ჭიდაობა და საკმაოდ კარგადაც, ამიტომ გავაგრძელებ ჭიდაობას, სხვა რა უნდა ვქნა აბა?! ვნახოთ რა და როგორ იქნება მომავალში. ვაგრძლებებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება", - გვითხრა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ მაგრად გამიხარდა შენი ჩემპიონობა, ჩემი პერიოდის მოჭიდავე ხარ და მით უმეტეს გბალეშიკობდი
კორტოხა
14:27 20-08-2016
0
Gmertma ise gaxarebuli gamyofos mudam chemo dzmao rogorc me gushin gamaxare.martalia yvelaferi moige,mara stimuli ardakargo lado dzmuradraa,kide gagvaxare oqroebit.
Alika
13:20 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული