რიო 2016: გენო პეტრიაშვილი მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ორთაბრძოლა გამართა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი ქართველი ფალავანი ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.

მერვედფინალში ქართველი მოჭიდავე უკრაინელ ალენ ზასეევს შეხვდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
koki რა ქენი ბილეთზე, იშოვე? ))
koka
22 აგვისტო 2016 17:01
0
KOKI-ს,

აბა KOKI, გენომ ბილეთი კი არა ბრინჯაოს მედალი აიღო!!! ასე რომ თუ ძალიან გინდა ბილეთი უკან დასაბრუნებელი შენ აუღე შენი ხარჯებით!
meore KOKI
21 აგვისტო 2016 19:46
0
ირანელმაც თქვა მოვედი ვნახე ბეჭდაუდებელი ფალავანი და დავამარცხე.არ გაიშვას მაგის მოვედი ვნახე და დავამარცხე მაგის იქით.შეხვდა თუ არა მეტნაკლებად ძლიერი მოჭიდავე მომენტალურად აიღო ბილეთი რიო-ბერლინი-თბილისის აეროპორტი
koki
20 აგვისტო 2016 19:10
0
ამ თამაშს დავარქმევდი : მოვედი, ვნახე, დავამარცხე! წარმატებები გენო!!! უფალი გფარავდეს!
Nini
20 აგვისტო 2016 18:36
0

სიახლეები პოპულარული