რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში დამარცხდა.

ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა. ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მანამდე მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და ანგარიშით 6:1 მოუგო.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალშია! [VIDEO]

მერვედფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალშია! [VIDEO]

სამწუხაროდ რეპეშაჟში ვერ გადავიდა ზურაბ იაკობიშვილი (65) და მედლის გარეშე დარჩა.

ოლიმპიადიდან
პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მიხო რომ არ შეგვიძლია მაგიტომ ვზივართ სახლში და არ ვხარჯავს ამ გაკოტრებული ქვეყნის ბიუჯეტიდან ვითომ ზბორებში მილიონებს.როგორც ყველაფრის ჭამა არ შეიძლება ისე არ შეიძლება ყველაფრის გამართლება.12თვიდან 9თვე რომ მომზადებას გადიხარ და მედალზე აცხადებ პრეტენზიას მეორე წუთზე ლეიბზე არ უნდა იკოტრიალო ნაპირზე ამოგდებული ქაშაყივით პირდაღებული
kote
22:49 21-08-2016
0
დავიწვი ამათი საცოდაობით,ვინა გვყავს ფიზ მომზადების მწვრთნელი,სულ კინწისკვრითაა გასაგდები სპორტიდან.ვერცერთმა მოჭიდავემ ბოლომდე სული ვერ მიიტანა მე ასეთი უსუსურად მოასპარეზე ნაკრები არსად მინახავს,თუ ათი თავით არ ვჯობნიდით,ვერ ვიგებდით,ამხელა ნიჭი წყალს გავატანეთ.
რიგითი გულშემატკივარი
22:16 21-08-2016
0

სიახლეები პოპულარული