ოფიციალურად: პარალიმპიადა რუსეთის გარეშე

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის სარჩელი და არ დაუშვა რუსი სპორტსმენები რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს გამოცხადდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება: რუსეთი არ არის დაშვებული 2016 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, ხოლო რუსეთის კომიტეტის მიმართ საქმეა აღძრული. საერთაშორისო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება რიჩარდ მაკლარენის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.

ამ დოკუმენტში მოყვანილი იყო 35 პარალიმპიელის გვარი, რომლებიც 2014 წელს, სოჭის თამაშების დროს მონაწილეობდნენ დოპინგ-მაქინაციებში.

რუსეთის პარალიმპიურმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. რუსულ მხარეს საუკეთესო ადვოკატები ჰყავდა, რომელთა
შრომის ანაზღაურება საკუთარ თავზე აიღო ბიზნესმენმა ანდრეი რიაბინსკიმ.

მაგრამ რუსეთის პარალიმპიურმა კომიტეტმა საქმე წააგო. გუშინ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ნაკრებთან დაკავშირებით და კანონიერად მიიჩნია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ფილიპ კრეივენის ვერდიქტი. შესაბამისად, 270 რუსი პარალიმპიელი რიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული