როგორ დახვდნენ ქართველ ოლიმპიელებს თბილისის აეროპორტში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრები დახვდნენ.

აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თავის მხრივ, ქართველმა ოლიმპიელებმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ჩემპიონებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათი გამარჯვების მთავარი მიზეზი სწორედ გულშემატკივართა მხარდაჭერაა.

- გენო პეტრიაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ერი ვართ!
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: შეხედეთ ამ ხალხს - ამაზე
დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს?!

- ლაშა ტალახაძე: ოლიმპიური ჩემპიონობა გულშემატკივართა ამხელა სიყვარულით შევიგრძენი

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში გაიმართა, ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვეთანხმები გოგის
0
მე პირადათ გულნატკენი ვარ, უმრავლესობამ ვერ გამოიჩინა თავი, პირადათ აეროპორტში არ მივიდოდი.
გოგი
15:05 25-08-2016
0

სიახლეები პოპულარული