როგორც ირკვევა, დაჯგუფება Jundallah-ის ("უფლის ჯარისკაცები") წევრები ერთმანეთს ელექტრონული ფოსტით უკავშირდებოდნენ და ასე ადგენდნენ სამოქმედო გეგმას.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისიდან 12 აგვისტომდე ბრაზილიაში 15 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა 12 სექტემბრამდე აქვთ შეფარდებული, 9 სექტემბრამდე კი სამართალდამცველებმა ყველა სამხილი და მასალა უნდა გამოიკვლიონ.