რუსული სპორტი: მუტკოს მალე გაუშვებენო

AutoSharing Option
ერთ-ერთი რუსული ინტერნეტ-რესურსის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, ვიტალი მუტკო დატოვებს რუსეთის სპორტის მინისტრის პოსტს.

ჰაკერების მიერ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დოკუმენტების გამოქვეყნებამ ძალიან იმოქმედა მუტკოს პოზიციებზე და დაადასტურა სპორტში რუსი ჩინოვნიკების უუნარობა.

როგორც იტყობინებიან, მუტკო წასვლის შესახებ განცხადებას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში დაწერს: "მუტკოს გადაყენება არ უნდა გამოჩენილიყო ისე, თითქოს რუსეთზე გავლენა იქონია გარე მოვლენებმა. ამიტომაც, მნიშვნელოვანი იყო გარკვეული დროის გასვლა ოლიმპიური თამაშების შემდეგ.

ყველაფერი ისე იქნება წარმოდგენილი, როგორც ნებაყოფლობითი წასვლა ერთბაშად ორი პოსტიდან - მინისტრისა და რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის
თანამდებობებიდან".

მუტკოს სავარაუდო შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს ასახელებენ: რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მხატვრულ ტანვარჯიშში ირინა ვინერი, ფიგურული მოციგურავე ირინა როდნინა, რუსეთის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადისლავ ტრეტიაკი, მაგრამ მთავარ პრეტენდენტად სახელდება პრეზიდენტის მრჩეველი იგორ ლევიტინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული