რუსეთის იზოლაცია მსოფლიო სპორტში შესაძლებელია

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ექსპერტის პიტერ ნიკოლსონის თქმით, დოპინგთან ბრძოლაში ცვლილებების არარსებობის გამო, რუსულმა სპორტმა, შესაძლოა, საერთაშორისო იზოლაცია მიიღოს.

"დოპინგთან ბრძოლის მხრივ, რუსეთში არაფერი შეცვლილა. და ამას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს რუსული სპორტული ფედერაციებისთვის და გამოიწვიოს რუსული სპორტის საერთაშორისო იზოლაცია. უნდა ჩამოაშორონ რუსულ სპორტს ის პირები, რომლებიც უარს ამბობენ შეიტანონ ცვლილებები სუფთა სპორტისთვის ბრძოლის საქმეში", - ამბობს ნიკოლსონი.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ავსტრალიელი ნიკოლსონი და ლიტველი ევა ლუკოსიუტე მიიწვია ექსპერტების რანგში. მათ უნდა ემუშავათ რუსულ ანტისადოპინგო სააგენტოსთან, რათა ამ ორგანიზაციას
მუშაობა გაეგრძელებინა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსის შესაბამისად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული