ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის ორდენით დაჯილდოვდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენით დაჯილდოვდა.

ეს ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის გადაეცემათ მსოფლიო სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. ლერი ხაბელოვთან ერთად ANOC-ის ორდენით კიდევ სამი ქვეყნის წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

ორდენების გადაცემის ცერემონია დღეს, 15 ნოემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, შეიხი აჰმედ ალ
ფაჰად ალ საბაჰი
, ასევე, ყატარის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები.

ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 1000-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

geonoc.org.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
და რა გააკეთა ასეთი?!:))))
0
გილოცავ ბატონო ლერი. ჯილდოები არას დროს გაკლდა, თუმცა კიდევ ბევრ ჯილდოებს გისურვებ. გაიხარე ოჯახთან ერთად. გფარავდეს უფალი.
gizog
22:33 15-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული