დოპინგ-სკანდალის გამო პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი 94 კგ-ში რუს ჰაჯიმურატ აკაევს ჩამოართვეს, ოქრო კი - ყაზახ ძალოსან ილია ილინს. შესაბამისად, პეკინის ოლიმპიადაზე პირველ ადგილზე პოლონელი შიმონ კოლეცკი გადავა (ვანო გრიქუროვის კიდევ ერთი შეგირდი), კასაბიევი კი ვერცხლის მედალს მიიღებს.
არსენ კასაბიევი ამჟამად პოლონეთის მოქალაქეა და იქვე ცხოვრობს.
როგორც ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა
აღსანიშნავია, რომ ილია ილინმა ჩინეთის თამაშების შემდეგ, ლონდონშიც გაიმარჯვა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თუმცა მეორე ოქრო ჯერ კიდევ ზაფხულში ჩამოართვეს, ახლა კი პირველ სინჯზეც დაუდასტურეს დოპინგის მიღება.
შეგახსენებთ, რომ პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), მანუჩარ კვირკველია (ბ/რ ჭიდაობა) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ. ამრიგად, არსენ კასაბიევის ვერცხლის მედალი მეშვიდე იქნება...