ამ ორგანიზაციას 130 მატჩზე გაუჩნდა ეჭვი, რომ ის ჩაწყობილი იყო. სპორტის სახეობებიდან აბსოლუტური ლიდერი (103 მატჩი) გახდა ჩოგბურთი. მეორე ადგილი დაიკავა ფეხბურთმა (16).
ქვეყნების მიხედვით, ლიდერია საბერძნეთი - 11 "ჩაწყობილი" მატჩი (5 საფეხბურთო, 4 საკალათბურთო და 2 საჩოგბურთო). შემდეგ მოდის რუსეთი - 9 პოტენციურად ჩაწყობილი შეხვედრა (7 საჩოგბურთო, 2 საფეხბურთო). მესამე ადგილს იყოფენ ესპანეთი და იტალია - 7-7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"