საქართველოში სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს

AutoSharing Option
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს, - აღნიშნულს ითვალისწინებს "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

კანონპროექტის ავტორია თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, ხოლო ინიციატორი - პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე, პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა; ასევე - საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში.

პროექტით მკაფიოდ ისაზღვრება
მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, კერძოდ, დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მან დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება იმ ადგილებში, სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.

აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეშინიათ ფეხბურთელების დაყენებულ ბოლს ახლა თამბაქოსიც დაემატება და მნიშვნელოვან მომენტებს გამოტოვებს მაყურებელი.
torpedo
17:47 21-02-2017
0
აი ამ სტატიის სათაური ასახავ ჩვენი ქვეყნის დროებას.არა წლის ,არა საუკუნის ათასწლეულის ხუმრობაააა რა,
vazha
17:16 21-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული