ქიბერსპორტი: გეიმერის უცნაური სიკვდილი

AutoSharing Option
ამერიკელი გეიმერი ბრაიან ვინიო 24-საათიანი საქველმოქმედო ონლაინ-მარათონის მსვლელობისას გარდაიცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვინიომ 22 საათი შეუსვენებლად ითამაშა World of Tanks.

პოპულარულმა ამერიკელმა გეიმერმა, რომლის კომპიუტერული მეტსახელი იყო - PoshyBrid, მარათონი მოაწყო იმისთვის, რომ შეეგროვებინა თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია Make-A-Wish Foundation-სთვის. ტრანსლიაციები დაახლოებით 20 საათი გრძელდებოდა, 24-საათიანი სტრიმი კი უნდა გამხდარიყო ერთკვირიანი აქციის კულმინაცია.

ვინიომ, რომელიც ქალაქ ვირჯინია-ბიჩში ცხოვრობდა, თამაში 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:30 საათზე დაიწყო და კვირას საღამოს უნდა დაესრულებინა. 22 საათი თამაშის შემდეგ, გეიმერი მოსაწევად გავიდა და...
გაქრა.

მოდერატორებმა და არხის მაყურებლებმა მიიჩნიეს, რომ ბრაიანმა დაიძინა. მაგრამ ერთ-ერთმა მეგობარმა ვინიოს სახლთან პოლიციელები გამოიძახა, რომლებმაც გეიმერი იატაკზე გარდაცვლილი იპოვნეს.

სამი შვილის მამის, 35 წლის ვინიოს სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. როგორც ვარაუდობენ, მას უძილობისი გამო, გულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. სტრიმის ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ გეიმერი მთელი ძალით ცდილობს - არ დაიძინოს.

World of Tanks-ის შემქმნელმა, ბელარუსულმა კომპანია Wargaming.net-მა მიუსამძიმრა ვინიოს ოჯახს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული